English / ქართული / русский /
პაატა აროშიძემარინა შვანგირაძეთორნიკე აროშიძე
ტურიზმის სექტორის ცნობიერების ამაღლება თანამედროვე ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე და მისი ჩართვა ენერგეტიკის მდგრადი განვითარების პროცესებში

ანოტაცია.პოსტპანდემიურ პერიოდში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში, რადგან ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი. 2011 წელს მერების შეთანხმების ხელმოწერით . ბათუმი შეუერთდა  ინიციატივას, რომელიცმიზნადისახავს 2020 წლამდესათბურისგაზებისემისიებისმინიმუმ 20%-ითშემცირებას. მიზნის მიღწევა შესაძლებელია ქალაქის სოციალურდა ეკონომიკურგანვითარებ ფონზე. ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის განვითარებისათვის აუცილებელია თანამედროვე სუფთა ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა, რადგან ქალაქის ენერგო მოხმარების  შესაბამისად  სათბურის გაზების ემისიებიც ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება.

საკვანძო სიტყვები: ენერგოეფექტურობა, ტურიზმი, მდგრადი განვითარება. 

შესავალი

XXI საუკუნის დასაწყისიდანვე, ტურიზმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებულ სექტორად იქცა. თუ 2004 წელს ავტონომიურ რესპუბლიკაში შემოსულ ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 83 ათასს შეადგენდა, 2011 წლისთვის ამ რიცხვმა 913 ათასს მიაღწია და 2012 წლისთვის 1 მილიონს გადააჭარბა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წელს აჭარაში 2 002 540 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 3.7 პროცენტით მეტია 2018 წლის მონაცემებზე. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ტურიზმი დღეისათვის რჩება არა მარტო აჭარის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად, არამედ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის ზრდაში დიდი ადგილი უჭირავს.

ტურიზმის ხელშემწყობი კლიმატური პირობები აჭარის სანაპირო ზონაში, სადაც ვიზიტორთა უმეტესი ნაწილი ჩამოდის, მაისიდან იწყება და გრძელდება ოქტომბერ-ნოემბრამდე. გაზაფხულზე ტურისტული სეზონის გარკვეული შეყოვნება გამოწვეულია შავი ზღვის დიდმა  თერმულმა  ინერციამ, რომლის ზედაპირი, ზამთრის თვეებში გაცივების შემდეგ, ვერ ასწრებს საკმარისად გათბობას მარტსა და აპრილში.

აჭარის კურორტები და საკურორტო ადგილები, სადაც თავს იყრის ტურისტების უმეტესობა, განთავსებულია ზღვის სანაპირო ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.   ზღვის სანაპირო კლიმატურ ზონაში (I) თავმოყრილი კურორტები ხასიათდება ზღვის ნოტიო ჰავით – რბილი, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ამ საკურორტო და ტურისტული რაიონის ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია თბილი ზღვა, ჰაერში არსებული ზღვიური წარმოშობის ქიმიური მიკროელემენტები, რადიაციული ბალანსის მაღალი მნიშვნელობა, ჰაერში ჟანგბადის მნიშვნელოვანი შემცველობა, ნაკლებად დაბინძურებული სუფთა ჰაერი. ასეთი ჰავა სასარგებლოა კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, პულმონოლოგიური და ართროლოგიური ავადმყოფების სამკურნალოდ და სარეკრეაციო ტურიზმის გასავითარებლად. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში ბათუმში საშუალოდ შეადგენს 1958 საათს, ხოლო მწვანე კონცხის ზედა მეტეოსადგურზე  –  1815 საათს.

ცხრილი 1

ამინდი წლების მიხედვით ქ. ბათუმში

 

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

2021

მზე

169

172

173

183

181

184

180

168

ღრუბელი

112

87

77

94

101

98

101

98

წვიმა

83

103

108

77

83

83

82

92

თოვლი

1

3

8

11

0

0

3

7

 

365

365

366

365

365

365

366

365

წყარო: პირადი დაკვირვება 

 ივლისის თვეში 33°C-ზე მაღალ დისკომფორტულ ტემპერატურათა უწყვეტი ხანგრძლივობა მდ. აჭარისწყლის ხეობის შუა ნაწილში შეიძლება აღწევდეს 8 სთ, მაშინ როცა ზღვის სანაპირო ზონაში ეს სიდიდე 4-6 სთ-ს არ აღემატება, ხოლო მთიან ზონაში 0-2 სთ-ს შეადგენს.

შესწავლილია კლიმატის მიმდინარე ცვლილების გავლენა ტურიზმის სექტორზე. მიღებული მონაცემების მიხედვით, შავი ზღვის აჭარის სანაპირო ზონაში (ბათუმი, ქობულეთი) ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები საწყის პერიოდში (1961–1985 წწ.) დაიკვირვებოდა მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო მეორე პერიოდში (1986–2010), კლიმატის დათბობასთან დაკავშირებით ამ თვეებს დაემატა აპრილიც. ამავე დროს  პირობების გარკვეული გაუარესება დაფიქსირდა აგვისტოში (ქობულეთი) და ნოემბერში (ბათუმი)  [შვანგირაძე მ. 2016:146].

მიმდინარე საუკუნის შუა წლებამდე კლიმატის ცვლილების საპროგნოზო მონაცემების გამოყენებით შეფასდა ტურიზმის კლიმატური ინდექსის ცვლილება  2026–2050 წწ-თვის. მიღებული მონაცემები მოწმობს, რომ 2050 წლამდე პროგნოზირებული დათბობა, სავარაუდოდ, გამოიწვევს ტურიზმის კლიმატური პირობების გაუმჯობესებას ზაფხულის სეზონზე ბათუმში. 

პრობლემის აღწერა

აჭარის სანაპირო ზონაში ტურისტებისთვის ყველაზე მეტად მიმზიდველი ადგილია ბათუმი,  რომელიც გამოირჩევა როგორც კლიმატური პირობებით, ასევე ამ დროისათვის ყველაზე განვითარებული მომსახურების ინფრასტრუქტურით.

ქალაქი ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია, მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 2-3 მეტრის სიმაღლეზე. ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კილომეტრზე. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს, ჩრდილო-აღმოსავლეთით – მდინარეებს:  ბარცხანასა  და  ყოროლისწყალს.

ქალაქ ბათუმის ტერიტორია შეადგენს  64.94 კვ.კმ-ს. იგი მოიცავს ვაკე-დაბლობებს და სუბტროპიკული ჰავისთვის დამახასიათებელი მაღალითერმული რეჟიმით გამოირჩევა (საშუალო წლიურ იტემპერატურა +14.70C, ზამთრის ყველაზე ცივი თვის – იანვრის საშუალო ტემპერატურა +6 0C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა, ბათუმის მეტეოსადგურის მონაცემებით არის 2 500 მმ, ხოლო ჰაერის სინოტივე  – 75 %. ზაფხულში ნალექი უფრო მეტია ვიდრე გაზაფხულზე და შემოდგომა ძალიან ნალექიანია. ქალაქი საქართველოს სახმელეთო და  საზღვაო კარიბჭეა თავისი საზღვაო  პორტით. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 196.8 ათას (2013) მოსახლეს.

ტურისტების რაოდენობის ზრდასა და შესაბამისი მომსახურების სფეროების (რესტორნები, ბარები, ატრაქციონები, კაზინოები, სასტუმროები) და ინფრასტრუქტურის განვითარებას თან ახლავს ენერგიის მოხმარების ზრდა როგორც შენობების, ასევე ტრანსპორტის სექტორში, რასაც თან მოჰყვება ნარჩენების ზრდა. სამივე ეს სექტორი სათბურის გაზების ემისიების წყაროა.

ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა ქ. ბათუმში, როგორც ტურისტულ ქალაქში, დაყოფილია 2 ფაზად – სეზონური და არასეზონური. სეზონი მოიცავს დაახლოებით 3-თვიან პერიოდს, რომლის დროსაც სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილების ინტენსივობა 100 – 150%-ით აღემატება  არასეზონზე გადაადგილების ინტენსივობას, ძირითადი დატვირთვა მოდის მსუბუქ ავტომობილებზე, რაც, თავის მხრივ, ზრდის საერთო სატრანსპორტო ნაკადის მთლიან მაჩვენებელს.

შენობებში, გარე განათებაში ენერგიის მოხმარების და ტრანსპორტის ზრდა თავის მხრივ იწვევს ნახშირორჟანგის ზრდას, რითაც  უარყოფითი წვლილი შეაქვს გლობალური დათბობის პროცესში.

2010 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის ინიციატივის „მერების შეთანხმების“ ფარგლებში, საქართველოში, კერძოდ კი ქალაქ თბილისში, გაიმართა მერების შეთანხმებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სადაც ხაზი გაესვა ქალაქების, როგორც კომპლექსური სისტემების, მნიშვნელობას სათბურის გაზების ემისიების შემცირებაში. ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ენერგოეფექტურობის განხორციელების პრიორიტეტის ფარგლებში ქალაქებისათვის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების საქმეში მთავარ წარმმართველ ძალად განისაზღვრა მუნიციპალიტეტი  [„კლიმატი  და  ენერგეტიკის“  პაკეტი].

2011 წელს მერების შეთანხმების ხელმოწერით ქ. ბათუმი შეუერთდა ამ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს  2020  წლამდე სათბურის გაზების ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირებას და  მიღწეულ უნდა იქნეს ქალაქის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ფონზე. ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის განვითარებისათვის აუცილებელია თანამედროვე სუფთა ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა, რადგან ქალაქის ენერგომოხმარება და  შესაბამისად სათბურის გაზების (CO2, CH4, N2O და ა.შ) ემისიებიც ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება.  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი ქ. ბათუმში, რომელიც ხელს უწყობს სათბურის გაზების ემისიების ზრდას, ტურიზმია, რომელიც ქალაქის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმაში ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფადაა ჩართული. 

კვლევის შედეგები

ზოგადად აჭარასა და, კერძოდ, ქ. ბათუმში ტურიზმის სექტორში ენერგოეფექტურობის არსებული მდგომარეობისა და პრობლემების  გამოსავლენად  სასტუმროებსა და კომერციულ ობიექტებში ჩატარდა გამოკითხვა.

გამოკითხვა ჩატარდა მსოფლიო პანდემიამდე. 2021 წლისათვის  ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, რომ დიდი გავლენა მოეხდინოს მიღებულ შედეგზე. პოსტპანდემიურ პერიოდში დაგეგმილია კვლევის განმეორება და შედარება პანდემიამდე პერიოდთან. ეს მოგვცემს საშუალებას დავადგინოთ განსხვავებები და ობიექტური შედეგები პანდემიისა.

გამოკითხვაში მონაწილეობდა 30 ობიექტი, მათ შორის 15 სასტუმრო, 15 რესტორანი  და კაფე-ბარები.

სასტუმროების მიერ სხვადასხვა ენერგომატარებლის  მოხმარება სეზონურია. ზამთრის სეზონზე იზრდება ბუნებრივი აირის მოხმარება, ხოლო ზაფხულში – ელექტროენერგიის მოხმარება. გამოკითხული სასტუმროებიდან ზამთრის თვეებში ბუნებრივი აირის საშუალო თვიური მოხმარება შეადგენს 2250-4500 კუბურ მეტრს, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი მკვეთრად მცირდება ზაფხულის სეზონზე და  საშუალოდ თვეში აღწევს 800-1100 კუბურ მეტრს. სხვა ვითარებაა ელექტროენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით. ზამთარში საშუალო მოხმარება შეადგენს თვეში 2500-3500 კვტ-ს, ხოლო ზაფხულში საშუალოდ 4500-8500 კვტ-ს. განსხვავებული სიტუაციაა რესტორნებსა და კაფე-ბარებში; ზამთრის თვეებში ბუნებრივი აირის საშუალო თვიური მოხმარება შეადგენს 1800-3200 კუბურ მეტრს,  ხოლო ზაფხულში - საშუალოდ 900-1000 კუბურ მეტრს, რაც შეეხება ელექტროენერგიას საშუალო თვიური მოხმარება  შეადგენს 4500-6500 კვტ-ს. ტურისტული ნაკადების ზრდის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ სექტორში ენერგომოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ ეს ტრენდი ამ ეტაპზე არაა შესწავლილი. შესაბამისად საჭიროა ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც საშუალებას მისცემს ამ სექტორში მოქმედ კერძო სექტორს უფრო ეფექტურად მოიხმარონ ენერგია და მოიხმარონ ენერგიის სხვა სუფთა წყაროები, რაც შეამცირებს სათბურის გაზების ემისიებს და როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას. ამასთან ერთად, ასეთი ღონისძიებები საშუალებას მისცემს ტურისტული ობიექტების მფლობელებს ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვით  დაზოგონ სახსრები.

ქ. ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული შენობების უმრავლესობა, დაბალი ენერგოეფექტურობით ხასიათდება. მათი დიდი ნაწილი აგებულია ერთმაგი  ფანჯრებით, მძიმე ბეტონის გარე კედლებით ან ბლოკით. სწორედ ამის გამო შენობებს გათბობისა და გაგრილებისათვის საქართველოს ენერგომოხმარების 60% სჭირდება. ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა განვითარებული საზოგადოების მახასიათებელი ნიშანია. ენერგიის ეკონომიურად მოხმარებისას იზოგება სახელმწიფო სახსრები. არასამთავრობო სექტორის ინიციატივით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქში და დასახლებულ პუნქტებში, ქაოსურად ტარდება ენერგოეფექტურობის ღონისძიებები, თუმცა ეს უმნიშვნელოა, იმასთან შედარებით, რაც კეთდება  განვითარებულ ქვეყნებში.

ბათუმის მასშტაბით ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ტურიზმის მომსახურების სფეროში არსებული ობიექტების ხელმძღვანელებს შორის ძალიან მწირია ინფორმაცია ენერგოეფექტურობისა და ენერგოდამზოგი ღონისძიებების შესახებ. გამოკითხული 15 სასტუმროდან ენერგოეფექტურობის  შესახებ ინფორმაციას ფლობდა  მხოლოდ 4 ობიექტი,   ამ ღონისძიებების შესახებ ნაწილობრივი ინფორმაცია ჰქონდა  6 ობიექტს, ხოლო საერთოდ არ იცოდნენ  5 ობიექტის წარმომადგენლებმა. კაფე-ბარებსა და რესტორნებში ანალოგიური ინფორმაცია გააჩნდა მხოლოდ 2 ობიექტს. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ უმეტესობა მზადაა შეიძინოს ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, თუ მათ შესახებ ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.

თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენის პირობებთან მიმართებით, უპირატესობა ენიჭება გრძელვადიან დაბალპროცენტიან კრედიტს (გამოკითხულთა - 65%), თანადაფინანსებით ტექნოლოგიების შესაძენად მზადაა გამოკითხულთა 20 %, ხოლო საკუთარი სახსრებით შეიძენს მხოლოდ 15 %. გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას აინტერესებს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ენერგოეფეტური დანადგარების ფასები, საიმედოობა, მომსახურების პირობები, შეღავათები და ა.შ.

შესწავლის პროცესმა ასევე აჩვენა, რომ ქ. ბათუმში არ არის განვითარებული ადგილობრივი პოტენციალი შენობების ენერგოაუდიტების ჩასატარებლად, რეკომენდაციების მისაღებად ენერგოეფექტურ ღონისძიებებზე და მათ განსახორციელებლად. 

დასკვნა

აუცილებელია ტურიზმის სექტორში დასაქმებული კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლება თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ და ამ სექტორის ჩართვა ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროგრამებში. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბათუმის ტურისტულ სექტორში მნიშვნელოვნად შემცირდება ენერგოდანაკარგები და მოხდება დაზოგილი თანხების მიმართვა სხვა ტურისტული ღონისძიებების ჩასატარებლად. საწყის ეტაპზე ამაღლდება ტურიზმის სექტორის ცნობიერების დონე ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით, ხოლო მომდევნო ეტაპზე  მთელი მოსახლეობა  მიიღებს ინფორმაციას ასეთი ტექნოლოგიების დანერგვის სიკეთის შესახებ. სასურველია ამოქმედდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია და მომზადდება კვალიფიციური ადგილობრივი კადრები, რომლებიც ჩაატარებენ ენერგოეფექტურობის განმსაზღვრელ აუდიტებს და შეეძლებათ რეკომენდაციების გაცემა.

არსებული პრობლემის მოგვარება შეუძლებელია სახელმწიფო სექტორის ჩარევის გარეშე. მთავარ პარტნიორებად მივიჩნევთ როგორც ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს, თვითმართველი ქალაქის,  ბათუმის მერიის სახით, რომელიც თვითონაა დაინტერესებული ამ სექტორში ენერგომოხმარების შემცირებით, რადგან მას ევროკავშირის წინაშე აღებული აქვს ვალდებულება 2020 წლისათვის თავის ტერიტორიაზე შეამციროს სათბურის გაზების წარმოქმნა 20%-ით. ბათუმის მერიის საქმიანობა უნდა წარიმართოს შემდეგი მიმართულებით: მერიამ უნდა შეიმუშაოს  ენერგოეფექტურობის მოთხოვნები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ამა თუ იმ ტიპის შენობამ და მათი შესრულება აუცილებელი პირობა უნდა გახდეს სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს; მერების შეთანხმების ფარგლებში ტურიზმის სექტორის ცნობიერების ამაღლების მიზნით უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა; დაწესდეს შეღავათები კერძო ტურისტულ სექტორში განხორციელებული ენერგოეფექტურობის ღონისძიების სანაცვლოდ. მაგ., შემცირდეს მშენებლობის ნებართვის ღირებულება, თუ პროექტში ჩაიდება ენერგოეფექტურობის ღონისძიებები.  ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია საქარ­თველოს მთავრობის ჩართულობა, რადგან საქართველო არის კლიმატის ცვლილების  ჩარჩო კონვენციის მხარე და აღებული აქვს ვალდებულებები შეამციროს სათბურის გაზების ემისიები თავის ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია და რამდენადაც ეს შესაძლებელია. მთავრობა ამჟამად ემზადება 2020 წლისათვის გარკვეული ვალდებულებების აღებაზე სათბურის გაზების ემისიების შემცირებასთან დაკავშირებით, რაშიც სერიოზული წვლილი შეაქვს მერების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე პროცესებს. გარდა ამისა, რამდენადაც საქართველოს მთავრობა განიხილავს მდგრადი ტურიზმის განვითარებას ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, მისთვის მნიშვნელოვანია უზრუნველყოს უსაფრთხო ტურიზმი;  კერძო სასტუმროების მფლობელები  ენერგოეფექტური  ღონისძიებების გატარებითა  და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვით დაზოგავენ თანხებს; ტურიზმის მომსახურე სხვა დაწესებულებების მფლობელები (კაზინოები, რესტორნები და ა.შ,) ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებით დაზოგილ თანხებს მიმართავენ თავიანთი ობიექტის გაუმჯობესებისაკენ. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. გაფრინდაშვილი მ., 2016, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკვლევი, თბ.
  2. ქართველიშვილი ლ., 2019, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასება კლიმატის ცვლილების ფონზე, თბ.
  3. შვანგირაძე მ., 2016, ქვეყნის საჭიროებები და დახმარებები, გვ. 146.
  4. „კლიმატი და ენერგეტიკის“ პაკეტი 2020 წლისათვის“, http://ec.europa.eu/clima/ policies/strategies/ 2020/index_en.htm 
  5. http://ec.europa.eu/clima/policies/strategies/2020/index_en.htm